ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია... სახელმწიფომ ინვესტიცია უნდა განახორციელოს - კახა კალაძე
პოლიტიკა - 19:45, 17 Jan, 2015     1229
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრი ფეხბურთის განვითარების გეგმას წარმოადგენს.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას რეგიონებში საფეხბურთო მოედნების პრობლემის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება ხაშურის სტადიონს, მას 1980-იან წლებში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. სტადიონის ქონების ბაზაზე დაარსდა შპს და არსებული დავალიანების გამო შპს-ს ქონება ამჟამად დაყადაღებულია. დღეის მდგომარეობით, სტადიონი სავალალო მდგომარეობაშია. მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთი ძალიან მძიმე და რთულ მდგომარეობაშია. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა სპეციალური კომისიაც კი ჩამოაყალიბა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთის განვითარების გეგმა დაიდოს და უახლოეს დღეებში სპორტის მინისტრის მიერ ეს გეგმა წარმოდგენილი იქნება, რომლის განხილვაც მოხდება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ფეხბურთის განვითარება და წინ წაწევა რთულია, თუ პირველ ეტაპზე სახელმწიფომ არ განახორციელა ინვესტიციები, რადგან ისეთივე მდგომარეობაა ყველა რაიონში როგორც ხაშურში. ინფრასტრუქტურა განადგურებულია და მშენებლობა ფუნდამენტიდან მოგვიწევს, თუმცა გადაწყვეტილებაა მისაღები, რომ დავიწყოთ და ეტაპობრივად, ყველა რაიონს მივხედოთ, რადგან ფეხბურთი საქართველოში ყველაზე პოპულარული სპორტია და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთი იქნება ისეთივე მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ეს გარკვეული წლების განმავლობაში იყო",-განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42