ხელისუფლება კურსის შეცვალს არ აპირებს და კადიევი არის ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი - პატარაია
პოლიტიკა - 16:03, 17 Jan, 2015     3077

,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციებმა დაიწყეს მიკაილ კადიევის მხარდამჭერი აქცია - ,,არ გადასცე მიკაილ კადიევი რუსეთს!“. დღეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საორგანიზაციო ჯგუფებმა საინფორმაციო ღონისძიება ფლაერების გავრცელებით ჩაატარეს.

“Newposts”-თან საუბრისას მოძრაობა ,,დაბრუნების" თავმჯდომარემ, აფხაზთა კრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის, რაც იქნება ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური დარტყმა ქართველი ერისადმი.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება რუსეთს გადასცემს მიკაელ კადიევს საქართველო შერცხვება დასავლურ ცივილიზაციასთან და ჩრდილოეთ კავკასიაში.

„დღეს მიმდინარეობს საინფორმაციო ღონისძიება აფხაზთა კრების კადიევის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ აფხაზთა კრება ატარებს საპროტესტო აქციას 20 იანვარს, დევნილთა სამინისტროსთან, საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით დღეს, საჯარო ადგილებში ჩვენი წარმომადგენლები საზოგდოებასთან განმარტებით ღონისძიებას ატარებენ. ეს განპირობებულია იმით რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს დაღესტნელი უფლება დამცველის, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის, მიკაელ კადიევის გადაცემას. მას უარი განუცხადა დევნილთან სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსზე, რომელიც დაიცავდა რუსეთში გადაცემისგან. აგრეთვე სასამართლომაც განუცხადა უარი და ახლა საქმე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში.

მიკაელ კადიევი აგრეთვე გახლავთ პოლიტიკური პატიმარი საქართველოში, მას მიუსაჯეს 2 წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის. აფხაზთა კრებამ, რომელიც ჩატარდა ზუგდიდში, მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ შეეცვალა კაპიტულანტურიი მაამებლური კურსი რუსეთთან, როგორც ჩანს ხელისუფლება კურსის შეცვალს არ აპირებს და კადიევი არის ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი.

პრაქტიკულად ხელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის ეს იქნება ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური დარტყმა ქართველი ერისადმი და საქართველოს სახელმწიფოსადმი. ჩვენ შევრცხვებით დასავლურ ცივილიზაციასთან და ჩრდილოეთ კავკასიაში. ქალბატონ წულუკიანს აქვს ნათქვამი, რომ ამ გადაცემას ხელს არ მოაწერს, მიუხედავად ამისა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურა და თუ ამ პროცედურით კადიევს ეთქვა უარი ლტოლვილის სტატუსზე ეს შესაბამისად ფორმალურს გახდის შემდეგი ექსტრადაციის პროცედურას. რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს ის საერთოდ არ არის საჭირო, საჭიროა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ერთი ხელმოწერა, რომელიც შეუძლია დღესაც გააკეთოს. ამიტომ მივმართავთ ქართულ საზოგადოებას რომ აიძულოს საკუთარი ხელისუფლება შეწყვიტოს კოლაბორაციონისტობა და არ გადასცეს კადიევი რუსეთს“. - განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

მიკაილ კადიევი სამართალდამცველებმა 2013 წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამჟამად კი პატიმრობაში მყოფი მიკაილ კადიევი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა, ამ სტატუსის მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოში იბრძვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42