როგორც ტერორიზმს არ აქვს გამართლება, ასევე დაუშვებელია რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფა - საქართველოს საპატრიარქო
პოლიტიკა - 15:57, 17 Jan, 2015     2541
”შარლი ებდოსთან” დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებლემა ეკლესიამ განცხადება გააკეთა. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ როგორც არ აქვს გამართლება ე.წ. ლინჩის წესსა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ის განხორციელებული, ასევე არ აქვს გამართლება ამა თუ იმ რელიგიის რაიმე ფორმით შეურაცხყოფას.

საქართველოს საპატრიარქოს სახელით განცხადება დღეს მამა დავით შარაშენიძემ გააკეთა.

"ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა, სხვა ფასეულობების დაცვის მიზნით, დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

რაც შეეხება რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფას და ღვთის გმობას, იგი ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.

ჩვენი ეს პოზიცია ზოგადად დაფიქსირდა შვიდი დღის წინაც დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ინტერვიუში, ხოლო ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ახლახანს ისევ გავრცელდა.

ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ როგორც არა აქვს გამართლება ე.წ.ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებეული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს.

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, რათა დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული სხვა უფლებები.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული ტრადიცია მუდამ გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ პრინციპით ყოველთვის ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ საქართველოში." - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42