სამინისტრომ დევნილებისათვის სამეგრელოს რეგიონში 60 კერძო სახლი შეისყიდა
პოლიტიკა - 15:23, 17 Jan, 2015     1266
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში მოქმედებს პროექტი „სოფლად სახლი“, რომლის ფარგლებშიც, სამინისტრო დევნილ ოჯახებს კერძო სახლებს საკარმიდამო ნაკვეთებით შეუსყიდის.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში დევნილებისათვის 60 კერძო სახლი შეისყიდა.

დევნილთა და განსახლების მინიტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და დევნილთა დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია იმ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ, რომელთათვისაც სამინისტრომ კერძო სახლები შეიძინა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

გალის რაიონიდან დევნილ იური ბელქანიას ოჯახს სამინისტრომ, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სოფელ კორცხელში კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. განსახლების პარალელურად, დევნილ ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა, საკარმიდამო ნაკვეთზე გაშენებულია 300 ძირი თხილის ბაღი და 70 ძირი ფეიხოა.

წლების განმავლობაში იური ბელქანია, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, სხვის საკუთრებაში ცხოვრობდა. ის პროფესიით აგრონომია, როგორც თავად ამბობს 21 წლის განმავლობაში ელოდა, რომ სახლი ჰქონოდა, სადაც საკუთარი ოცნების ბაღს გააშენებდა.

მინისტრის მოადგილე ასევე ესტუმრა ნანა ბაღათურიას ოჯახს, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. აფხაზეთიდან დევნილი ნანა ბაღათურია სამ შვილთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა. მიწის ნაკვეთზე გაშენებული 480 ძირი თხილის ბაღი ოჯახისათვის შემოსავლის წყაროდ იქცევა.

,,სოფლად სახლის“ პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დევნილი ოჯახი თავად არჩევს სახლს, რომელსაც სამინისტრო მათთვის შეისყიდის, რაც ხელს უწყობს შემდგომი ინტეგრაციის პროცესს.

სამინისტრომ, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი კერძო სახლი შეისყიდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42