„ამ ობიექტებში განთავსდებიან მაღალი კლასის სტუმრები, ასევე ოლიმპიადის მონაწილეები. ჩვენ დღეს ვნახეთ ადგილზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა და შევადარეთ იმ საპროექტო დოკუმენტაციასთან, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია სახელმწიფოსთან და ქალაქის მერიასთან. მარტში კიდევ ვეწვევით ამ ობიექტებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის განცხადებით, ობიექტებზე ინვენტარის შეტანა მარტში დაიწყება. ყიფიანის თქმით, ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ს სოფლის მშენებლობას კომპანია „ჰუალიგ ჯგუფი“ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. კომპლექსი დასრულების შემდეგ სამი თვის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემა ქართულ მხარეს და 3800 სპორტსმენს უმასპინძლებს. კომპლექსი ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდება ინვესტორ კომპანიას. ოლიმპიური სოფლის საინვესტიციო თანხა 150 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
ოლიმპიური სოფელი მოიცავს 9 საცხოვრებელ 10 სართულიან კორპუსს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანს, ლანდშაფტური დიზაინით მოწყობილ სარეკრეაციო ზონას და ავტოსადგომს. მიმდინარე წლის მაისში კომპლექსი სრულად დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






