,,ნიუპოსტი“ დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელს მუხრან ბურჭულაძეს ესაუბრა, წინა ხელისუფლების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი აცხადებს, რომ როსნეფტის საქართველოში შემოსვლა პირადად ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
_ბატონო მუხრან, როსნეფტი, რომელსაც დასავლეთის მიერ სანქციები აქვს დაწესებული, და რომელიც წარმოადგენს რუსეთის სახელწმიფო კომპანიას, რას უნდა ველოდოთ მისი საქართველოში შემოსვლის შემდეგ და რამდენად დადებითად აისახება ეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან უერთიერთობაზე?
_ცოტა ხნის წინ თქვენ ნახეთ რომ დაღესტნის საზღვრიდან გავაფრთხილეთ ხელისუფლება უარი ეთქვა რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე, თუმცა მან ტერორიზმის დამფინანსებელი კომპანია შემოიპატიჟა და ახალი საფრთხე შაუქმნა ჩვენს ქვეყანას.
როსნეფტი არის ჩვენი პარტნიორების მიერ სანქცირებული კომპანია, რომელიც ამყარებს დიქტატორის რეჟიმს და თუ ჩვენი მოკავშირე დასავლეთია, ხოლო რუსეთი ოკუპანტი, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გადაცემის ნაცვლად ეს კომპანია საქართველოს მხრიდან სანქციებს უნდა დაექვემდებაროს! მითუმეტეს როსნეფტი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ჩვენი მტრის იარაღი. როსნეფტის შემოსვლა საქართველოში მხოლოდ ივანიშვილის და პუტინის ინტერესს ემსახურება და ამით ჩვენს ქვეყანას ვუკარგავთ მომავალს, რადგან დასავლურ ინვესტიციებს აღარ უნდა ველოდეთ.
რუსული ენერგოკომპანიების შემოსვლა ხომ ჩვენს სახელმწიფოს სუვერენიტეტს მოუსპობს და ამის ნათელი მაგალითი უკრაინა და სრულიად ევროპაა! იმ შემთხვევაში თუ რუსული ენერგო კომპანია შემოვა, ჩვენ ვეღარ ვიქნებით დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორი რადგან რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებით ევროპას ვართმევთ ენერგორესურსების ალტერნატივას. ბოლოს და ბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა ვინაა მათი მოკავშირე - მსოფლიოს პირველი ტერორისტი პუტინი თუ თავისუფალი და დემოკრატიული სამყარო.
_თქვენ წინა ხელისუფლების პირობებში იყავით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი, იურისტი. რამდენად შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს გვერდის ავლით მოხდეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის გარიგება, მითუფრო, როცა ის რისკის შემცველია?
_იუსტიციის სამინისტროში წლების მანძილზე გვიწევდა მსგავს საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება და ჰკითხეთ თავად იუსტიციის მინისტრს, რის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული - მთავრობასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი ინვესტიციები ქვეყანაში ვერ ხორციელება.
ამ პროექტში პირდაპირ იკვეთება რუსეთის პოლიტიკური ელიტისა და ჭორვილელი ოლიგარქის ინტერესი - მისი მოპატიჟების გარეშე როსნეფტი საქართველოში ვერ შემოვიდოდა. როგორ ფიქრობთ, როდესაც ისინი ეახლებიან მათ პატრონს რუსეთში, რა ანგარიშის ჩაბარება მოუწევთ, თუ როგორ იქცეოდნენ და რა გააკეთეს ხომ? ასე, რომ თქვენც ხედავთ, რომ ძალიან ბევრი კარგი ამბავი დაუგროვდათ პუტინისთვის უკვე მოსაყოლი და სიამოვნებით დაუდებენ მაგიდაზე „წარმატების ორწლიან“ ანგარიშსაც.
იმდენი იციან უკვე, რომ ფოთის პორტი არის სტრატეგიული ობიექტი, მინდა მათ ვკითხო - ასე გადასცემთ სტრატეგიულ ობიექტებს ოკუპანტს?! მაშინ როდესაც უცხოელ ინვესტორებს უკანონოდ უკრძალავთ ქართულ ბაზარზე შემოსვლას და იუსტიციის სამინისტროს დაბლოკილი აქვს ათასობით განაცხადი, ტერორიზმის ფინანსისტს ვუთმობთ სტრატეგიულ ობიექტს?
_თქვენი აზრით, რა გამოსავალი შეიძლება ნახოს სახელმწიფომ?
_გამოსავალი ძალიან მარტივია და ეფექტური, თუ ამის სურვილი ექნებათ, რაც ძალიან მეეჭვება, პირველ რიგში ჩვენს მეწარმეებს უნდა აეკრძალოთ რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებთან ყოველგვარი გარიგების დადება. მოგეხსენებათ რუსეთი დღეს არის ტერორიზმის საბადო და ექსპორტიორი სახელმწიფო და მასთან მიმართებაში მსოფლიო უნდა გაერთიანდეს! და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მასთან სასაზღვრო კონტროლი უნდა გამკაცრდეს!
ამ რუსულ პროექტში მონაწილე და დაინტერესებული ყველა მხარე მინდა გავაფრთხილო, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად შეიცვლება და ეს ცვლილებები პირდაპირ აისახება ამ პროექტის განვითარებაზე - რუსულ ენერგო პროექტებს საქართველოში მომავალი არ უწერია იქამდე, სანამ ჩვენს და ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში ერთი რუსი ჯარისკაცი მაინც იდგება! ქვეყნის ამომგდებ კომპანიას აქ არ გავაჭაჭანებთ და ამას მიხედავს ჩვენი ხალხი!
_კიდევ ერთი პროექტის შესახებ მინდა გკითხოთ, რომელიც ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა, ვგულისხმობ სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას...
_სუფსის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას რაც შეეხება - ესაა რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პოლიტიკური ალტერნატივა რომ აფხაზეთი აღიარებულ იქნეს საერთაშორისო სამართლის სუბიექტად - ხელშეკრულების მხარედ და სამუდამოდ გამოგვასალმონ მას, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს.
მინდა გაგახსენოთ რა ინტენსივობით შუქდებოდა ინვესტორების შემოსვლა ქვეყანაში წინა ხელისუფლების დროს. როგორ ფიქრობთ ეს რომ ქვეყნისთვის მომგებიანი პროექტი ყოფილიყო ვინმე დაასწრებდა დღეს ღარიბაშვილს ტრიბუნასთან მივარდნას?
ერთ მიჩქმალულ ამბავსაც გეტყვით, ნახეთ როდისაა შემოსული შპს. “ნეფტეგაზი” საქართველოში და რეგისტრაციის თარიღი თავადვე გაგარკვევთ ყველაფერში.

მასალის გამოყენების პირობები






