ივანიშვილმა საქართველოს 4 მილიარდი ლარი დააკარგვინა - ზურაბ ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 13:37, 17 Jan, 2015     2851
მმართველობის 2 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს უკვე დააკარგვინა 4 მილიარდი ლარი, ხოლო თითოეულ ჩვენგანს - საშუალოდ 900 აშშ დოლარი - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს და აღნიშნულ ეკონომიკურ ზარალა ფაქტებით განმარტავს:

,,ეს ნიშნავს, რომ, ,,მაგალითად, ჯანდაცვაზე წელს დაიხარჯება 245 მლნ ლარით ნაკლები, ვიდრე დაიხარჯებოდა, ის ეკონომიკური ზრდა რომ გაგრძელებულიყო, რაც მილიარდერი ივანიშვილის მმართველობამდე გვქონდა.

შედარება მარტივია:

კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” 2012 წლის ბოლოს დაამტკიცა 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც თან ახლდა გათვლები 2013-2016 წლებისთვის. თუ გადავხედავთ ამ დოკუმენტს, დავინახავთ, რა დავკარგეთ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 2 წლის განმავლობაში.

მაშინ პრემიერმა ივანიშვილმა გვთხრა, რომ 2015 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა იქნებოდა 36 მილიარდი ლარი (ნომინალში), ხოლო ერთ სულზე შემოსავალი - 4871.7 აშშ დოლარი.

ამის ნაცვლად დღეს, 2015 წელს ქვეყნის ეკონომიკა, ყველაზე ოპტიმისტური გათვლითაც კი, შეიძლება იყოს 4 მილიარდით ნაკლები ანუ 32 მილიარდი ლარი (ნომინალში), ხოლო ერთ სულზე შემოსავალი - დაახლოებით 900 აშშ დოლარით ნაკლები ანუ 3,944.3 აშშ დოლარი.

ივანიშვილის 2012 წლის გათვლებით, 2015 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი უნდა ყოფილიყო 3,406 მლნ ლარი, რეალურად კი დაიგეგმა 623 მლნ ლარით ნაკლები ანუ 2,775 მლნ ლარი.

უშუალოდ ჯანდაცვაზე უნდა ყოფილიყო 906 მლნ ლარი, რეალურად კი დაიგეგმა 245 მლნ ლარით ნაკლები ანუ 661 მლნ ლარი“, - აცხადებს ჭაირბაერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42