გერმანიამ პარლამენტმა ევროკავშირთან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, დებატები რამცდენიმე საათი გაგრძელდა დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად რეფორმების გატარება უნდა გააგრძელონ, რადგან სწორედ რეფორმების წარმატებაზეა დამოკიდებული ფინანსური დახმარების გაწევა ამ ქვეყნებისთვის.
ევროკავშირის მოთხოვნების რეალიზებას გერმანელი დეპუტატები უკრაინის კრიზისის მშვიდოაბიან მოგვარებას უკავშირებენ. დებატებისას პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ქვეყნებს, რომლებიც აპირებენ ევროკავშირთან მიერთებას, ნათელი ევროპული პერსპექტივები უნდა გააჩნდეთ.
ევროკავშირთან უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების შეთანხმების შესახებ კანონპროექტი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებმა პირველი მოსმენით დაამტკიცეს.
მასალის გამოყენების პირობები






