კოალიციის ვერც ერთი პარტნიორი ვერ გეტყვით, რომ ერთად გავალთ მომავალ არჩევნებზე- უსუფაშვილი
პოლიტიკა - 11:44, 17 Jan, 2015     1669
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ქვეყამაში მიმდინარე პროცესებზე და პარლამენტის მომავალ საქმიანობაზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილის განცხადებით მისი განცხადება საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არასწორად იქნა გაგებული

"ჩემი კომენტარი, რომ კომენტარს არ ვაკეთებ არც საკადრო, არც პოლიტიკურ საკითხზე, მედიამ ათასნაირად თარგმნა. როდესაც კომენტარები და კომენტარებზე კომენტარები ვნახე, დავიბენი, თუ როგორი ქარიშხალი გამომიწვევია სრულიად მარტივი განცხადებით. პარლამენტში ბევრი კანონპროექტი უკვე წარმოებაშია. რა თქმა უნდა, იქნება პოლიტიკური მოვლენები დღის წესრიგში - ბევრი საკითხია, რომელზეც დებატები იქნება, პარლამენტში იქნება პრეზიდენტის გამოსვლა, იქნება მთავრობის მოსვლა. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, თებერვალ-მარტში ასარჩევია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მას შემდეგ რაც კანდიდატს პრეზიდენტი დაასახელებს, უზენაეს სასამართლოში ჩნდება ორი ვაკანტური თანამდებობა, ვაკანტური ადგილები ჩნდება მარეგულირებელ კომისიაში და იქ იქნება დასანიშნი პირები, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით შემოსულია განაცხადება. რაიმე სხვა ქვეტექსტი, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში ცვლილებებს ან პარლამენტში გადაყენებებს შეეხება, არ მიგულისხმია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო პოსტებიდან გადაყენების თაობაზე.

გაცილებით მეტად მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი და ყურადღებას ასეთ საკითხებს დავუთმობდი, ვიდრე იმას ვისი სად ყოფნა მომწონს ან არ მომწონს- განაცხადა უსუფაშვილმა და კოლეგებს მიმართა, რომ მსგავს საკითხებზე ღიად პოზიცია მას შემდეგ გამოიტანონ, რაც ის გუნდში განხილვის საგანი იქნება.
"ეს ასე სალაპარაკო თემა არ არის. დღევანდელი პარლამენტი ძალიან საინტერესოა თავისი კომპოზიციით - არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ სხვა გზით შემოვიდნენ პარლამენტში და ახლა ოპოზიციაში არიან და არის ხალხი, რომელიც ჯერ უმრავლესობაში იყო და შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა. პარლამენტში გვაქვს მუშაობის წესები და ტრადიციები. სრულიად განსხვავებულია ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებული ვითარება და ვითარება კომიტეტის თავმჯდომარეებთან დაკავშირებით. ვიცე-სპიკერის პოსტები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და ტერიტორტიულ ორგანოებს შორის ნაწილდება. რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, ის არავის კვოტა არ არის. კომიტეტის თავმჯდომარე არჩეულია პროფესიული ნიშნით. კომიტეტის თავმჯდომარეები მმართველი კოალიციის წარმომადგენლები არიან ხოლმე და ზოგიერთ ქვეყანაში კომიტეტის თავმჯდომარეობა კონსტიტიციით და კანონით ოპოზიციას ერგება ხოლმე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება მისაღებია იმ პრინციპით, თუ ვინ ვერ აკეთებს საქმეს.
"პოლიტიკური ნიშნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" იგივე დავით საგანელიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადააყენა, როცა ის კოალიციას შეუერთდა. მანამდე "ნაციონალური მოძრაობისთვის" ის ამ თანადებობაზე მისაღები იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ უკეთესი ვართ. ვისურვებდი, რომ საქმეებზე დაგვეხარჯა მეტი დრო", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლემენტის თავმჯდომარე მომავალ არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციაში დარჩენის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებისას კოალიციის პატნიორები გადაწყვეტენ, თუ რა ფორმით გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "რესპუბლიკურ პარტიას" თავისი წილი პასუხისმგებლობა კოალიციის დღევანდელობასა და მომავალზე აღებული აქვს და ამ პასუხისმგებლობით აპირებს ცხოვრებას არჩევნებამდე დარჩენილ ორი წლის განმავლობაში.
მისივე თქმით, "დღეს კოალიციის ვერც ერთი პარტნიორი ვერ გეტყვით, რომ ერთად გავალთ მომავალ არჩევნებზე, რადგან ასეთი შეთანხმება ჩვენ არ დაგვიდია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42