მინდია ჯანელიძე დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:25, 17 Jan, 2015     1288
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრი მათი სოციალური პირობებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მინდია ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებისათვის დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა პრიორიტეტულია.

თავდაცვის სამინისტროს ინფომრაციით, შეხვედრაზე საუბარი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება დაჭრილი ჯარისკაცების საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებისა და მათი გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის შესაბამისი სამუშაო გარემოს, საკომუნიკაციო საშუალებების მაქსიმალურად ადაპტირებისა და უზრუნველყოფის საკითხებს დაუთმო. მინდია ჯანელიძემ სამხედრო მოსამსახურეებს ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო.

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და კახა ოქროჯანაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი დაესწრნენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42