ენერგეტიკის სამინისტრო "ხუდონჰესის" პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური გარანტიების წარმოდგენას მოითხოვს
პოლიტიკა - 20:19, 16 Jan, 2015     2402
როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ ააშენებს ასეთ სტრატეგიულ ობიექტს, შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტრომ ,,ტრანსელექტიკას" მოსთხოვა, გაესაჯაროებინა დამფუძნებელთა ვინაობა და წარმოედგინა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური გარანტიები.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

"ჩვენ უკვე დავუკავშირდით "ტრანსელექტრიკას" ხელმძღვანელობას. იცით, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები აღნიშნული კომპანიის წარმომავლობასთან და დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ საზოგადოებას სრული უფლება აქვს იცოდეს, ვინ ააშენებს ასეთ სტრატეგიულ ობიექტს. ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრომ სტრასელექტიკას მოსთხოვა, გაესაჯაროებინა დამფუძნებელთა ვინაობა და წარმოედგინა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური გარანტიები. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება და ჩვენ ველოდებით კომპანიისგან შემხვედრ ნაბიჯებს. ინვესტორს ჯერ არ აქვს მოპოვებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მშენებლობის ნებართვა. თუმცა უახლოეს მომავალში, მე მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ იმ კვირაში შევხდებით კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოდიან ინდოეთიდან და შესაბამისად, შეთანხმება იქნება მიღწეული", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოქალაქის შეკითხვის საპასუხოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42