ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა! - მანანა სურმავას წერილი ქეთი დოლიძეს
სოც.მედია - 19:31, 16 Jan, 2015     8077
,,მე უნდა დაგიცვა, ქეთი

(მანანა სურმავას ღია წერილი ქეთი დოლიძეს)

მე უნდა დაგიცვა, ქეთი. შენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ ყრი ხალხს თეატრიდან. შენ ხომ ზუსტად იცი ის პრიმიტიული და უტყუარი სვლები – როგორ მოსპო მსახიობი. ა) უნდა ჩაურაზო სცენაზე გასასვლელი ყველა კარი, სადაც კი ხელი მიგიწვდება და ბ) არ მისცე ხელფასი. და...!

მე რა ნიშნით გამაგდე? ჩემი პოლიტიკური სიმპათიები ყველასთვის ნათელი იყო, ასე რომ წინა მთავრობის მომხრეობას ვერ დამაბრალებ.

მეგობრებო: ქეთი დოლიძე სხვა ნიშნითაც ყრის მსახიობებს თეატრიდან, მაგალითად, როდესაც იგი მოიხიბლება სხვისი სპექტაკლით.

ხომ ხედავ გიცავ, ქეთი. აბა, ჩემს გარდა სხვა შენი დამცველი ხომ ვერ იტყვის, რომ შენ ის მსახიობი გაიმეტე უსახსრობისთვის, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა მოიყვანა ამ თეატრში. იმის გახსენებაც გაუჭირდებათ, რომ ამ თეატრის ჩამოყალიბებაში რეჟისორმა კოტე სურმავამ, მანანას მამამ მთელი მშენებლობის სირთულეები იტვირთა – ფაქტიურად ააშენა.

იმ მსახიობს რვა მუსიკოსთან ერთად უჩერებ სპექტაკლს, რომელსაც ჰყავდა მაყურებელი, ქართული იყო. თეატრს მის შექმნაში კაპიკი არ დაუხარჯავს. დაიდგა უმოკლეს დროში და მისი წარმატება თეატრის წარმატება იყო.

ხომ ვერ იტყვით, რომ მანანა ფაქტიურად ფულს იხდიდა იმ სცენაზე დგომაში, რომელიც მამამისმა მიხეილ თუმანიშვილთან ერთად ააშენა. და ის პატარა შემოსავალიც (20–30 ლარი თვეში), რომლითაც შუქის ფულს მაინც ფარავდა, ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე მოუსპე – სპექტაკლი გაუჩერე, თან ჩუმად, უხმოდ და კულტურის სამინისტროს დაშვებული შტატებიდან ხელფასის ღირსი ვერ გახადე იმ ფონზე, როდესაც შენ, ხან კულტურის სამინისტრო, ხან სხვა დაწესებულებები გაძლევენ ვეებერთელა თანხებს და თუ დაგაკლეს, იქაურობას აქცევ.

როგორ ხარ, მანანაო – მიღიმი? ღმერთის წყალობით, შენ როგორ ხარ, შენ, ზურგში ჩარტყმით აღწევ პატარა მიზნებს? გეთქვა მაინც, შენი გემოვნების რა სტანდარდებს ვერ ვაკმაყოფილებდი. ჩემი დასჯით ვის დაუმტკიცე ერთგულება, დიდი–დიდი ერთ–ორ ადამიანს, დაგიფასონ მაინც.. შენთვის რამხელა კომფორტი იყო არა ჩემი დუმილი? მაპატიე, ყველაფერს დასასრული აქვს.

ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა! საკუთარი ამბიციებითა და პატივმოყვარეობის კომპლექსით დატანჯული ადამიანი ხარ.“ - წერს მსახიობი მანანა სურმავა თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42