საგარეო უწყება საქართველოს და ესტონეთს "მანდარინების" ოსკარზე წარდგენას ულოცავს
პოლიტიკა - 18:59, 16 Jan, 2015     1562

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და ესტონეთს „მანდარინების“ ოსკარზე წარდგენას ულოცავს.

„ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ოსკარზეა წარდგენილი.

ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ქართველი რეჟისორის სურათი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტთა შორის დასახელდა.

ვულოცავთ ზაზა ურუშაძეს, საქართველოსა და ესტონეთს ამ გამარჯვებას!

ქართველი რეჟისორის ფილმის ოსკარზე ნომინირება ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი მიღწევა და აღიარებაა. წარმატებას ვუსურვებთ ზაზა ურუშაძეს და „მანდარინებს“ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე.

„მანდარინები“ არის მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საერთაშორისო, კულტურული პროექტები ქვეყნისა და მისი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენისთვის. ფილმი ერთობლივი, ქართულ-ესტონური პროექტია, რომელიც ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ესტონეთის მხარემ წარადგინა. ზაზა ურუშაძის მიერ 2013 წელს გადაღებული ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს და ქართველი და ჩეჩენი მეომრების ურთიერთობას ასახავს, რომლებიც თავს აფხაზეთში მცხოვრები ესტონელის სახლს აფარებენ.

ქართული კინემატოგრაფიისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში- „მანდარინები“ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ძალისხმევით, 2014 წლის განმავლობაში ნაჩვენები იქნა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სლოვაკეთში, ბელგიაში, უნგრეთში, ფინეთში და ა.შ“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42