ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნაზე გავლენას საგარეო ფაქტორები ახდენს და ხელისუფლება ამ რისკების განეიტრალიზების მექანიზმებზე ძალიან აქტიურად მუშაობს.
მისი თქმით, ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ცდილობს შეამსუბუქოს ის ზეწოლა, რომელიც ეროვნულ ვალუტაზეა.
"შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევამსუბუქოთ ის ზეწოლა, რომელიც არის ეროვნულ ვალუტაზე. მოგეხსენებათ, თუ როგორი სიტუაციაა ძალიან ბევრ ჩვენ მსხვილ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორ ქვეყანაში. ნავთობის ფასების ვარდნამ მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია და ეს პრობლემები არა მხოლოდ რუსეთის პრობლემებია. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ რეგიონში ძალიან ბევრ ქვეყანაზე. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველო ინტეგრირებულია ამ რეგიონში და მასზე ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






