პრეზიდენტი მოსახლეობას ,,ექვთიმეობა"-ს ულოცავს
პოლიტიკა - 18:26, 16 Jan, 2015     613

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას ,,ექვთიმეობა"-ს ულოცავს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, და მასთან ერთად, მთელი ჩვენი საზოგადოება წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის ხსენების დღეს აღნიშნავს.

განსაკუთრებით ამაღელვებელია იმის გაცნობიერება, რომ ეს დიადი სულის ადამიანი - ჩვენი თანამედროვე იყო. დღესაც ჩვენს შორის, ჩვენ საზოგადოებაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც პირადად იცნობდნენ მას და ცოცხლად ატარებენ დიდი მამულიშვილის ხსოვნას.

ძნელად მოიძებნება საზოგადოებრივი ყოფის რომელიმე სფერო, რომლისთვისაც ექვთიმე თაყაიშვილს დიდი ძალისხმევა არ გაეღოს:

აქტიურად მონაწილეობდა წერა-კითხვის საზოგადოების საქმიანობაში, უნივერსიტეტის დაარსებაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების მუშაობაში, მის სახელს უკავშირდება ვეფხისტყაოსნის ძველ ხელნაწერთა აღმოჩენა, უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური, საისტორიო, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული მოღვაწეობა.

ფასდაუდებელია მისი გმირული თავგანწირვა, რომლის ფასადაც საქართველომ თავისი ისტორიული საგანძური შეინარჩუნა და საბოლოოდ დაიბრუნა.

ექვთიმე თაყაიშვილი - ღვთისკაცი, როგორც მას ჩვენმა ეკლესიამ უწოდა, იდეალია თანამედროვე მოღვაწისა. მისი ცხოვრება და ღვაწლი სახელმძღვანელო უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სამშობლოს მსახურება დაუსახავს უზენაეს მიზნად“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42