,,იქნებ გაიხსენოს ალასანიამ, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?“ – 5 საკითხი შაშკინისგან
პოლიტიკა - 18:20, 16 Jan, 2015     1560
დიმიტრი შაშკინი ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება. ალასანიას თქმით, გარკვეულ პიროვნებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა არ აწყობდათ. შაშკინი ალასანიას 5 საკითხზე სთავაზობს პასუხის გაცემას - ,,როგორც პოლიტიკოსს ალასანიას უნდა ესმოდეს, რომ ამაზე პასუხი გასაცემია“ - ამბობს შაშკინი .

,,დღეს ინტერესით გავეცანი ირაკლი ალასანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვიღაც-ვიღაცეებისთვის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მიუღებელი იყო. ბატონი ალასანიას სტილია ზოგადი ფრაზების გამოყენებით ზოგადი განცხადებების კეთება, ამიტომ, როგორ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მინდა კონკრეტულად დავსვა ხუთი საკითხი, რომელმაც ძალიან დააზიანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და რომელიც ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში მოხდა. იქნებ, გაიხსენოს, რატომ გადადგა ეს ნაბიჯები, ვინმემ უბრძანა? თუ მართლა არ ესმოდა ეს რა ზიანს მოუტანდა ქვეყანას?

1. ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებით, გაჩერდა თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა. ამით უდიდესი დარტყმა მიადგა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, რადგან ეს წრე იყო ჩვენი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გარანტი;

2. ირაკლი ალასანიას მინისტრობისას, 2 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა ამერიკული ვერტმფრენების და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ჩამოსატანად. არადა შეთანხმება მიღწეული იყო და 2012 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო მისი რეალიზება;

3. ირაკლი ალასანიას ხელმოწერით, ულტრათანამედროვე ფრანგული ვერტმფრენები თავდაცვიდან გადაეცა ეკონომიკას გასაყიდად, არადა ეს ვერტმფრენები ჰაერივით სჭირდებოდა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს;

4. ირაკლი ალასანიას ხელმოწერით, სამხედრო წარმოება „დელტა“ გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს უნიჭიერესი, ახალგაზრდა ქართველი კონსტრუქტორები, რამაც უმძიმესი დარტყმა მიაყენა ქართული იარაღის წარმოებას;

5. ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში 2 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა რეზერვის განვითარების კუთხით, არადა ჩვენი გეგმით, 2015 წლისთვის ჩვენ უკვე უნდა გვყოლოდა 30 000 ძალიან მაღალ დონეზე (ესტონური მოდელით და ნატოს სტანდარტით) მომზადებული რეზერვი, 2017 წლისთვის კი 75 000, რაც მოგვცემდა ნებისმიერი თავდაცვითი სამხედრო ამოცანის შესრულების შესაძლებლობას.

მემგონი, ძალიან კონკრეტული საკითხებია და როგორც პოლიტიკოსს, ირაკლი ალასანიას უნდა ესმოდეს, რომ ამაზე პასუხი გასაცემია..." - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42