ალასანია ,,ნაციონალებთან“ შესაძლო ალიანსზე - ,,ამ პარტიასთან ბატონი ბიძინა იყო ასოცირებული“
პოლიტიკა - 17:37, 16 Jan, 2015     4151
ბოლო დროს ‘ნაციონალურ მოძრაობასთან” ‘თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების ფარულ შეხვედრებსა და კონსულტაციებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, ალასანია ხელისუფლების მიერ მართული მედიის მხრიდან სპეციალურად, მათი იმიჯის შესალახად გავრცელებულს უწოდებს. ამის შესახებ მან ,,გურიის მოამბეში“ სტუმრობისას განაცხადა.

ალასანიამ აღნიშნა, რომ ‘ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსი გამორიცხულია და 2016 წლის არჩევნებში პარტია დიდი ალბათობით დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

_„თავისუფალი დემოკრატები ძალიან განვსხვავდებით ‘ნაციონალური მოძრაობისგან“, თვისობრივია სხვაობა ჩვენსა და კოალიციაში შემავალ პარტიებს შორისაც. „ნაციონალები“ 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში წარმატებებით თუ დიდი წარუმატებლობით და დაამთავრეს პოლიტიკურ მართვაში ყოფნა. მეეჭვება, მათ შეძლონ ისევ უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში. ალბათ გააგრძელებენ ოპოზიციურ მოღვაწეობას და რაც მეტი იქნება პლურალისტური მოსაზრება პარლამენტში თუ საზოგადოებაში, დემოკრატიისთვის უკეთესია. შეიძლება სპეციალურად ავრცელებს მსგავს ინფორმაციებს ღარიბაშვილ-ივანიშვილის მედია საშუალებები, რომ სურთ ამ კუთხით შელახონ ჩვენი იმიჯი.

_თქვენი იმიჯის შელახვას ნიშნავს, „ნაციონალებთან“ ერთგვარი კონსულტაციები ან თუნდაც შესაძლო პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი?

_ რა თქმა უნდა, ჩვენ პირველები დავუპირისპირდით „ნაციონალურ მოძრაობას“, მანამ, სანამ თუნდაც ღარიბაშვილი და ივანიშვილი მოვიდოდა ხელისუფლებაში, დავინახეთ, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა და დავტოვეთ თანამდებობები.

მაშინ, მთლიანად ასოცირებული იყო ამ პარტიასთან ბატონი ბიძინა. ამიტომ, ჩვენთვის წარმოუდგენელია, პოლიტიკურ ალიანსში ვიყოთ იმ პარტიასთან, რომელთანაც გვქონდა შეუთავსებლობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაციასთან ერთად, პარლამენტში არ შეიძლება ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხზე ერთობლივი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პარლამენტში კომპრომისები. სიძულვილით რომ გვქონდა გაჟღენთილი პოლიტიკა, ამან მიგვიყვანა იქამდე, რაც ხდებოდა ბოლო წლებში. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლიტიკის კეთება კონსესუსის მიღწევის გზით. და არა დაპირისპირების და ტალახის სროლის გზით. ჯერ ნაადრევია რაიმე პოლიტიკურ ალიანსზე საუბარი, არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მაღალი ალბათობით ჩვენ დამუკიდებლად გავალთ არჩევნებზე 2016 წელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42