საგანელიძე „თავისუფალი დემოკრატების“ პოსტებიდან გაშვების საკითხს დააყენებს
პოლიტიკა - 17:14, 16 Jan, 2015     736

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, პოსტებიდან კომიტეტების თავმჯდომარეების, გიორგი ცაგარეიშვილის, ვიქტორ დოლიძის, დავით ონოფრიშვილისა და ასევე, ვიცე-სპიკერების - მურმან დუმბაძისა და ზურაბ აბაშიძის გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

„ვიცე-სპიკერებისა და კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტების თაობაზე განცხადება რამდენჯერმე გავაკეთე. უმრავლესობის ლიდერი ვარ და ბუნებრივია, უმრავლესობის კვოტას ვიცავ, რაც დარღვეულია. აღნიშნულ საკითხზე ფრაქციებთან და პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა, მაგარამ საკითხს განხილვისთვის დავაყენებ. რა თქმა უნდა, ეს უმრავლესობის გადასაწყვეტია. ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარეების საკითხს დავაყენებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდ პატივს ვცემ, აქ პირად სიმპატია-ანტიპატიაზე საუბარი არ არის. საუბარია, პარლამენტის რეგლამენტზე, წესსა და იმ კვოტებზე, რაც უმრაველესობასა და უმცირესობას აქვთ. ამ შემთხვევაში რეგლამენტი დაცული უნდა იყოს“, - განაცხადა საგანელიძემ.

„თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებს, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი ცაგარეიშვილს, ევროინტერგაციის კომიტეტის ხელმძღვანელს, ვიქტორ დოლიძესა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ონოფრიშვილს შესაძლოა პოსტების დატოვება მოუწიოთ.

შესაძლოა თანამდებობის დატოვება მოუწიოს ვიცე-სპიკერ ზურაბ აბაშიძესაც, რომელსაც ეს თანამდებობა უმრავლესობის კვოტით უკავია. ამ თანამდებობების დატოვება მათ იმიტომ უწევთ, რომ ცოტა ხნის წინ კოალიცია დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42