მან ასევე ისაუბრა მმართველი გუნდის მიდგომებზე მსგავსი საკითხების მიმართ, მნიშვნელოვნად მიიჩნია ხელისუფლების დაინტერესება, სანქციებში მოყოლილი ,,როსნეფტის” ფოთის პორტში წარმოებულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც.
“ჩემი აზრით, უმწვავესად დადგება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემა. მე მგონია, რომ ის აგრესიული, ექსპანსიური პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში და ეს გაგრძელებაა იმის, რასაც ისინი აკეთებდნენ საქართველოში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში წყალგამყოფად დადგება. ჩვენი ამოცანა იყო და რჩება, გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, არ მივცეთ რუსეთს შანსი ჩაგვითრიოს ესკალაციაში. ეს რომ არ მოხდეს, ქვეყანა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს სამხედრო კუთხით. დაუახლოვდეს ნატოს. ამ კუთხით ვხედავ სერიზულ გამოწვევას, იმიტომ, რომ დიდი ფულის ჩადება დაიწყეს რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ქართულ მედია სივრცეში, ვებპორტალების დაფინანსებაში, ცდილობენ საქართველოში იპოვონ დასაყრდენი იდეეებისა, რომ ევროპული არჩევანი ქვეყნისთვის არასწორია.
მნიშვნელოვან საკითხად რჩება, როგორ ებრძვის ამას ხელისუფლება, რა დონეზე არიან ჩვენი კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები. ხელისუფლება უნდა იყოს ძლიერი, რომ რუსეთის მხრიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად ჩვენს მედია სივრცეში, ასეთი ფინანსური ინექციები არ დაუშვას. შემაშფოთა ისეთმა ცნობებმა, რომ რუსული ბიზნესის, ‘როსნეფტი”, წარმომადგენლობა ფეხს იკიდებს საქართვლოში და ფოთის პორტში, ქვეყნის ერთ-ერთ კარიბჭეში. ბიზნესი და გარიგებები გასაგებია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს სანქციებში მოყოლილი კომპანია, როგორ აღმოჩნდა ფოთის პორტში. შეუწყო თუ არა ამას ხელი ხელისუფლებამ. მე ვაპირებ ეს საკითხი ძალიან სერიოზულად გამოვიკვლიო. ჩვენი ფრაქციაც პარლამენტში აპირებს, სერიოზული საგამოძიებო ნაბიჯების გადადგმას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






