ვის არ აწყობდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა - ,,ივანიშვილმა ქვეყნის მართვა კულუარებიდან გააგრძელა“ - ალასანია
პოლიტიკა - 16:44, 16 Jan, 2015     2154
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია ‘თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ,,გურიის მოამბის” ვებგვერდის გადაცემა ,,ექსკლუზივს” სტუმრობდა, სადაც პარტიის ერთწლიან სამუშაო მიმართულებაზე, მისი ხელისფლებიდან ჩამოშორების მიზეზებსა და ყოფილი პრემიერის მხრიდან ქვეყნის კულუარული მართვით შექმნილ პრობლემებზე გააკეთა აქცენტები.

პროკურატურის მეშვეობით თავდაცვის სამინისტროზე პირდაპირი შეტევისა და იერიშის მიტანა ალასანიამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისა და ევროპაში მის ბოლომდე ინტეგრაციის პერსპექტივაში, საფრთხის შემცველად შეაფასა.

გადაცემაში ასევე ისაუბრა იმ წინასწარ გამიზნულ ქმედებებზე, კოალიციის რიგი ხელმძღვანელების მხრიდან, რასაც მისივე სიტყვებით, პოლიტიკური ელფერი და საფუძველი ჰქონდა, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები, ჩრდილის მიყენების გზით ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან, რასაც რამდენიმე ფაქტორით ხსნის:

_ იცით, რატომ ჩავთვალეთ ჩვენ რომ საფრთხე ემუქრებოდა ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას?- პირველ რიგში, როცა მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი წლინახევრის განმავლობაში ცდილობს გაარღვიოს ის ბლოკადა, რომელიც ჰქონდა ქვეყანას თავდაცვითი შეიარაღების კუთხით, როდესაც ამ ხნის მანძილზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები იქნა ჩატარებული, რომ შეიარაღების ბაზარი საქართველოს ჰქონოდა ხელმისაწვდომი, როცა ამას აღწევ და მნიშვნელოვან შეხვედრებზე ხარ ჩასული ევროპის დედაქალაქებში, ამ დროს კი მიღებულია გადაწყვეტილება სამინისტროს უწესიერესი, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები დააკავონ, რომ ზურგში დანის ჩარტყმის ეფექტი ჰქონდეს ამას მინისტრისთვის საფრანგეთში, თუ გერმანიაში, ეს ძალიან ცუდად აისახა ჩვენი ქვეყნის იმიჯზე. ივანიშვილმაც აღიარა, რომ ეს იყო არასწორი. ამას ჰქონდა პოლიტიკური ელფერი და საფუძველი, ეს იყო ღია გამოწვევა თავისუფალი დემოკრატებისა, რადგან კოალიციის ხელმძღვანელობა ჩვენ გვთვლიდა კონკურენტებად. ყველაზე სერიოზული როლი ვითამაშეთ კოალიციის გამარჯვებაში 2012 წელს და ყველაზე უსამართლოდ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან, მოგვექცნენ ჩვენ.

_ ბატონო ირაკლი, ამბობთ, რომ ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება, მნიშვნელოვან შეთანხმებებში თქვენთვის ხელშეშლისა და დარტყმის მოყენების მიზნით? ამას რა ფაქტორებით ხსნით?

_არის რამდენიმე ფაქტორი: პირველი, ის რომ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ვიღაცისთვის იყო მიუღებელი. მეორე, პოლიტიკური, პოტენციური კონკურენტი, რომელსაც ისინი ხედავდნენ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებში, ჩრდილის მიყენების გზით ჩამოეშორებინათ პოლიტიკური საქმიანობიდან და სწორედ ასეთი ბრალდებებით შეელახათ ჩვენი იმიჯი. მახსოვს, ბიძინა ივანიშვილი როცა გამოვიდა და პროკურორზე მეტი დეტალურობით ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც არც მე და არც თავდაცვის სამინისტროსა სხვა წარმომადგენელმა არ ვიცოდით. ეს ნიშნავდა, რომ ის დაინტერესებული იყო ამით, ის თხოვდა პროკურატურას ირაკლი ღარიბაშილის მეშვეობით და მის გარეშეც, რომ მომხდარიყო ასეთი პოლიტიკური სახის შეტევა ჩემზე. აბა, როგორ შეიძლებოდა ვინმეს სცოდნოდა ის საკითხები და ყოფილიყო დაინტერესებული ამ ყველაფრით, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული საქმის წარმომადგენლებს. ისინი საუბრობდნენ, როგორც მბრალდებლები. რომ დავუკვირდეთ, პროკურატურის წარმომადგენლებს დღემდე არა აქვთ დანაშაულის გამოკვეთილი მოტივი და ის ხუთი უდანაშაულო ადამიანი ახლაც ზის ციხეში. ეს ყველანაირი სამართლიანობის დარღვევაა. ყველაზე მტკივნეული ისაა, რომ, როცა 2012 წელს მოვედით ერთ-ერთი ამოცანით, რომ უსამართლობა აღარ უნდა ჩადენილიყო, ციხეებში აღარ უნდა მომხდარიყო ის, რაც ხდებოდა და უდანაშაულო ადამიანები არ უნდა ყოფილიყვნენ პატიმრობაში, დღეს ისევ ამაზე გვიწევს საუბარი. ჩვენი პარტია კი არის და დარჩება იმ დეკლალირებული ამოცანების ერთგული, რაც არჩევნებამდე დავპირდით საზოგადოებას. მათ კი, გადაუხვიეს ამ გზიდან.

_ თქვენ თქვით, რომ საფრთხე ექმნება ქვეყნის ევროპული განვითარების გზას, ამის საფუძველს რაში ხედავდით?

_არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ ყოფილა წარმატებული, რომელსაც მართავდა ვინმე ერთპიროვნულად, ან თუნდაც პატარა ჯგუფი ადამიანებისა, რომლებმაც ვერ განახორციელეს დემოკრატიული მართვის პრინციპების დანერგვა, ასეთი ავტორიტარული მმართველობა ჩამოაყალიბა სააკაშვილმა, რომელსაც ჩვენ დაუპირისპირდით. მათ გადაიხადეს თავისი პოლიტიკური ხარკი და წავიდნენ ხელისფლებიდან. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ლიბერალურ- დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით გვემართა ეს ქვეყანა. როცა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა, მას არაფერი აღარ უნდა ჰქონოდა საერთო ქვეყნის პოლიტიკურ მართვასთან, მაგრამ, მან გააგრძელა ქვეყნის მართვა კულუარებიდან. მისი გადაწყვეტილებები იყო მთავარი ორიენტირი, მისი დანიშნული პრემიერის. აქედან გამომდინარე, ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა სწრაფი რეაგირება, იწელებოდა დროში. ერთი დღის საქმეს, სამი თვე სჭირდებოდა. სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება არის ქვეყნის განვითარების გარანტორი ეკონომიკურ საკითხებში და ეს ვერ ხდება დღესაც. ამიტომ, პრაქტიკულად, ყველაზე სუსტი რგოლი, ჩვენი ხელისუფლების, არის პრეიერ მინისტრის ინსტიტუტი. ის ხაზს უსვამს ჩვენს პოლიტიკურ არასტაბილურობას და ინვესტორებისთვის აღარ არის მომხიბვლელი ფულის ჩადება საქართველოში. აქედან გამომდინარეა ის ეკონომიკური პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს ვდგევართ. ლარი ისევ გაიქცა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სოციალურ მდგომარეობას ქვეყანაში. ამიტომ არის საჭირო, რეალური და გონივრული ქვეყნის განვითარების გეგმის დადება. რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას არა აქვს.

_ თითქმის ორი წლის განმავლობაში ბრძანდებოდით კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა ხელისუფლებაში, ოპონენტები ხშირად კრიტიკულად აფასებენ, რომ ღიად არ საუბრობთ ხელისუფლების მხრიდან დაშვებულ სერიოზულ შეცდომებზე სხვა სფეროებში, გამოთქვამენ ეჭვსაც, რომ წინასაარჩევნოდ თქვენ შეიძლება ეს ყველაფერი გამოიყენოთ ერთგვარ პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად..

_მე ორი წლის განმავლობაში მთლიანად მქონდა აღებული პასუხისმგებლობა თავდაცვის უწყების გაჯანსაღებაზე, და ის შედეგები, რაც დაიდო, ჩემი აზრით არის მრავლისმეტყველი. ნატოსა და ევროკანვშირის მიერ სამაგალითოდაა აღიარებული ის რეფორმები, რაც ჩატარდა თავდაცვის სამინისტროში. საიდუმლო შესყიდვების პროცენტული მაჩენებელი გამჭირვალეობის კუთხთ იყო დაახლოებით 76 პროცენტი, რომელიც დავიყვანეთ 14 პროცენტამდე. გაორმაგდა ტენდერებში მონაწილე კომპანიების რაოდეობა, ეს ნიშნავს, რომ რეალურად დავიწყეთ გამჭირვალეობის დანერგვა, რასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა. თლიანად გავმიჯნე კომპეტენციები გენერალურ შტაბსა და თავდაცვის მინისტრს შორის. რაც 2008 წელს მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენი შეიარაღებული ძალების, რომ ტაქტიკური და ოპერატიული გადაწყვეტილების მიღებაში, მართვაში ერეოდნენ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები. ეს იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმის, რომ ვერ მოვახერხეთ ქვეყნის უფრო ეფექტურად დაცვა. ამაზე ვიყავი მთლიანად გადართული დ ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. “თავისუფალ დემოკრატებს” პასუხისმგებლობა ჰქონდათ თავდაცვის, საგარეო და უსაფრთხოების კუთხით. ეს ის დარგებია, რაც იყო ყველაზე წარმატებული. ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა შევასრულეთ პირნათლად. ამაზე გაღიზიანდა სწორედ კოალიციის რამდენიმე ლიდერი, ჩათვალეს, რომ ეს წარმატება ჩვენ უფრო მეტ პოპულარობას მოგვიტანდა და დაიწყეს ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ.

_ ცოტა უცნაური არ არის რაზეც ახლა საუბრობთ? თქვენ ხომ ერთი კოალიციის წარმომადგენლები იყავით და ემსახურებოდით საერთო საქმეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე? რეალურად უნდა დავეყრდნოთ იმ მოსაზრებას, რომ მართლა თქვენს მაღალ რეიტინგს და წარმატებულ ნაბიჯებს შეეწირა თქვენი პოლიტიკური კარიერა ამ ხელისფლების პირობებში?

_ ერთ-ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი ესეც იყო, მაგრამ ასე მარტივად არ არის საქმე. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, იმ შეთანხმებებს, რაც ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ მიღწეულ იქნა ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში, რომლის შესრულებას მე დავაკვირდები ძალიან სერიოზულად და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გააგრძელებს ამ საკითხებზე მუშაობას და ქვეყანა იქნება უფრო დაცული. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა, მე მოვალე ვიქნები საზოგადოებასთან დავარქვა ყველაფერს თავისი სახელი.

_ თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებაში, იყო სერიოზული მიღწევები და ამის გამო შეგხვდათ წინააღმდეგობები კოალიციის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან, ეს რას ნიშნავს, ეს ადამანები ებრძვიან ქვეყნის თავდაცვის გაძლიერებას?

ეს დასკვნები უნდა გააკეთოს საზოგადოებამ და ალბათ კიდევ უფრო მეტი გარემოებები გახდება ცნობილი სამომავლოდ საზოგადოებისთვისაც. ეს იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაართმევს თავს, შეძლებს და მოუნდება დღევანდელ მმართველ კოალიციას შეასრულოს ის შეთანხმებები, რაც მიღწეული იქნა ნატოს სამიტზე. რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი საწვრთნელი ბაზების გახსნას და რაც ეხება სხვადასხვა შესაძლებლობების შეძენას თავდაცვისუნარიანობის კუთხით.


თეა იოსელიანი, გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42