"რუსული ავიაკომპანიების შემოსვლა დასავლეთთან ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს"
პოლიტიკა - 16:33, 16 Jan, 2015     762

ექსპერტი ნიკა ჩიტიძე ავიარეისებთან დაკავშირებით რუსეთის და საქართველოს საგარეო უწყებების მიმოწერაზე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ეხმაურება.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში ჩიტიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი მარშრუტზე 12 რუსული ავიაკომპანიის დაშვება მოხდება, ეს გავლენას უცხოურ კომპანიებზეც მოახდენს.

„შესაძლოა შემცირდეს უცხოური კომპანიების გავლენა და მათი წილი, რადგან აქ საუბარი შეიძლება იყოს, არა მხოლოდ თბილისის-მოსკოვის, არამედ ევროპის მიმართულებითაც. მაგალითად,საქართველოს ბევრი მოქალაქე შეიძლება ევროპაში მოსკოვის გავლით გაემგზავროს. თუ საქართველოს მოქალაქე ჩაფრინდება მოსკოვში, ამ შემთხვევაში მას არ ევალება რუსეთის ვიზის ქონა, რადგან ის რუსეთის სახელმწიფო საზღვარს არ გადაკვეთავს. პირიქით, დარჩება აეროპორტის ტერიტორიაზე და მოსკოვიდან შეეცდება გაემგზავროს ევროპის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. ალბათ ამ ყველაფერს მოჰყვება რუსული კომპანიების კიდევ უფრო გააქტიურება ქართულ საავიაციო ბაზარზე და იგივე შემცირდება ქართული კომპანიის გავლენა“, - განაცხადა ჩიტიძემ.

ექსპერტის თქმით, თუ დადასტურდა ისიც, რომ ქართულ ბაზარზე პუტინთან დაახლოებული რუსული კომპანიები შემოვლენ, ეს დასავლეთთან ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

„როდესაც საუბარია სანქციებზე ბუნებრივია ამ შემთხვევაში საქართველო უნდა მიეურთდეს სანქციებს, რომელიც დაწესებულია რუსული კომპანიების მხრიდან. მითუმეტეს, თუ ეს კომპანიებს ახლო ურთიერთობა აქვთ რუსეთის ხელისუფლებასთან. თუ ისე მოხდა, როგორც ნაციონალების მიერ გვარცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეს დასავლეთთან ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბარში ჩიტიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორს მიმოწერას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე ასაჯაროვებს.

ჯაფარიძის ინფორმაციით, სამინისტროებს შორის მიმოწერა 2014 წლის ივნისიდან მიმდინარეობს.

გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ოფიციალური საქართველო თანახმაა, რუსეთის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42