სურსათის, ცხოველის საკვების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში ახალი რეგულაციები ამოქმედდება
პოლიტიკა - 16:20, 16 Jan, 2015     1816
2015 წლის 1 იანვრიდან სურსათის, ცხოველის საკვების, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის სფეროში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდა. ამიერიდან პირს, რომლის საქმიანობა სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას უკავშირდება, ბიზნესოპერატორად დარეგისტრირების ვალდებულება ეკისრება. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა კი 500 ლარით დაჯარიმდება.

ახალი რეგულაციების თანახმად, უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმიც ამუშავდება.

ამას გარდა, 2015 წლის 1 იანვრიდან აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან(გარდა პირველადი წარმოებისა) ან გადამუშავებასთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, ბიზნესოპერატორად აღიარებას სურსათის ეროვნული სააგენტო მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდენს, თუ სუბიექტი ბიზნესოპერატორად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრშია რეგისტრირებული. ბიზნესოპერატორი, რომელიც საქმიანობას აღიარების გარეშე ეწევა, 500 ლარით ჯარიმდება.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. სერვისის მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურებისა და ავტორიზებული პირებისთვის მიმართვის გზით.

ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის მოთხოვნისას, რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ვალდებულია, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს ზუსტად მიაწოდოს ინფორმაცია ბიზნესოპერატორის საქმიანობათა შესახებ. მომხმარებელს საქმიანობის სფეროებისა და სახეების დეტალურ ჩამონათვალს, განცხადების წარდგენის ეტაპზე, მარეგისტრირებელი ორგანო თავად სთავაზობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42