„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" თანამდებობებზე ყოფნა გაუგებარია.
მისი თქმით, ბუნებრივი იქნება თუ უმრავლესობა „თავისუფალ დემოკრატებს“ თანამდებობებს დაატოვებინებენ.
"გუშინდელი რეალი-ატლეტიკოს თამაში უფრო მეტად მაინტერესებს როგორ დამთავრდა, ვიდრე ის თუ როგორ დამთავრდება თანამდებობებისთვის ბრძოლა. საქართველოს პარლამენტში რეალური ოპოზიციური ძალა ვართ ჩვენ. ნამდვილად არ გამიგია არავისგან, მიუხედვადა დაპირებებისა, რომ ოპოზიცია მიიღებდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში წამყვან თანამდებობებს ეს ასე მომხდარიყო. როდესაც ეს ყველაფერი ხდება „ნაციონალების" ხარჯზე, ეს არის პრობლემა. პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს ასეთ თანამდებობებს ისეთი პატარა ოპოზიციური ჯგუფისთვის, როგორიც არის „თავისუფალი დემოკრატები", - განაცხადა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






