"რუსეთის უკანონო და დესტრუქციული ქმედებები საქართველოსა და უკრაინის ევროპული კურსის წინააღმდეგ არის მიმართული“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ პროვოცირებული უკრაინის კრიზისი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპის კონტინენტზე.
„საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვგმობთ ყველა იმ ქმედებას, რომელიც მიმართულია ამ ფუნდამენტური პრინციპის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა და ის 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებას წარმოადგენს. მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, საქართველოს ევროპული გეზი უცვლელია. დღეს როგორც არასდროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის ერთიანობას, სიმტკიცეს და პრინციპულობას. ეს არის საუკეთესო სტრატეგია რუსეთის აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






