საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
პოლიტიკა - 14:44, 16 Jan, 2015     1076
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიღო.

მხარეებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის მნიშვნელობას და რიგის სამიტზე საქართველოს მოლოდინს.

შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს , კერძოდ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფართოებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ „ ე.წ. ხელშეკრულებაზე.

გიორგი მარგველაშვილმა იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა რომ რაც მოხდა უკრაინაში გარკვეულწილად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ქმედებების გაგრძელებაა.

"ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსობრივი დისკუსია და მსჯელობა საქართელოს პოლიტიკური, გეოპოლიტიკური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ვექტორის - ევროპული ვექტორის შესახებ და იმ ძირითადი მიმართულებებისა და ნაბიჯების შესახებ ვიმსჯელეთ, რომელიც ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გადავდგათ უახლოეს მომავალში."-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ევროკავშირი დაინტერესებულია კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან და მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს. ასოცირების ხელშეკრულება არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ახლა საქმე ეხება იმპლემენტაციას; მაგრამ ასევე ძალიან სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველო შეუძლია იყოს და შეასრულებს უფრო გამორჩეულ როლს, როგორც დამაკავშირებელს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის პარტნიორებისათვის. საქართველოს შეუძლია იყოს არბიტრი ორ მხარეს, ორ რეგიონს შორის და ეს შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო როლი საქართველოსათვის მომავალში."-განაცხადა ევროკომისარმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42