საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ინგრევა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა განაცხადა, ქუთაისში წინა ხელისუფოლების მიერ აშენებული შენობების უმეტესობა უხარისხოა, მათ შორის პარლამენტის შენობა ქუთაისში.
„მინდა გთხოვოთ ქუთაისში ჩამობრძანდეთ უახლოეს მომავალში და ნახოთ როგორ ინგრევა პარლამენტის შენობა. დეკემბერში, როდესაც ჩვენ იქ რიგგარეშე სესიაზე ვიყავით, წვიმის დროს წყალი პირდაპირ შენობაში ჩამოდიოდა. ეს შენობა, რომელზეც ლამის ნახევარი მილიარდი დაიხარჯა, ალბათ, რამდენიმე წელიწადში ფაქტობრივად უვარგისი და გამოუყენებელი გახდება. დიდი სურვილი მაქვს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელთაც პარლამენტის შენობის აშენებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი სახსრები გამოყვეს“, - განაცხადა ჩაფიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






