საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის თქმით, 2015 წელი საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება.
ამ განცხადებით ხიდაშელი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სესია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნით დაიწყება და ეს საკმარისია იმისთვის, რომ უსუფაშვილს აღნიშნული განცხადება გაეკეთებინა.
„გარდა ამისა, უზენაესი სასამართლო მოსამართლეები დასანიშნია და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ძალიან მნიშვნელოვანი სამი ვაკანსია შესავსებია. ვაკანსია საკონსტიტუციო სასამართლოშიც ჩნდება. ეს რაც უკვე ვიცით, სრულიად საკმარისია იმის სათქმელად, რომ საკადრო გადაწყვეტილებების თვალსაზრისით 2015 წელი მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.
დავით უსუფაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესია ბევრი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, პოლიტიკური, საკადრო გადაწყვეტილებით იქნება დატვირთული.
მასალის გამოყენების პირობები






