საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება
პოლიტიკა - 13:31, 16 Jan, 2015     1433

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა დავით ტონოიანი, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში მიიღო.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება რეგიონის უსაფრთხოების საკითხზეც გაამახვილეს. საუბრისას აღინიშნა, რომ 2015 წელს მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება განათლება იქნება.

დღესვე, მეზობელი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი.

მოგვიანებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრებიან. ეროვნულ აკადემიაში სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი იუნკერებს წაუკითხავს ლექციას თემაზე - „რეგიონული უსაფრთხოება სომხეთის გადასახედიდან“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42