,,ამ საქმის დამკვეთი ჭრელკაბიანი გოგონაა“ - რას ედავება სადღობელაშვილი ჟორჟოლიანს
სოც.მედია - 12:48, 16 Jan, 2015     4510
ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერი ლადო სადღობელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. სვანეთის ოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართავს. როგორც სოციალურ ქსელში სადღობელაშვილი წერს, სვანეთში მცხოვრებ ახალგაზრდას ნანუკა ჟორჟოლიანთან ტელეფონზე საუბრის გამო ნარკოტიკები ჩაუდეს.

"სამართლიანობის აღდგენის სურვილი არ ითმენს!!!

მრავალი გამოუძიებელი საქმე მართლმსაჯულების ზედაპირზეა ამოტივტივებული, რომელთა უმრავლესობა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის ნაწილია. წინა წლებში მრავალი ქართველი დედა შეიმოსა ძაძებით, მრავალი ბავშვი დარჩა ობლად და მრავალი მეუღლე ქვრივად... საზოგადოება უკვე კარგად იცნობს იმ ახალგაზრდა ბიჭების სახელებს , რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მეუღლეების "ხუშტურებს" შეეწირნენ.

მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ არიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები რომლებიც სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ , საკუთარი მიცვალებულების წინაშე ვალის მოხდა სურთ, დამნაშავეების კანონიერი დასჯით. დასასჯელთა სია კი დიდი და მრავალფეროვანია, მათ შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე ქალბატონი ნანუკა ჟორჟოლიანის მეუღლე ირაკლი კოდუაა.

,,სვანეთის სპეცოპერაცია, რომელიც კოდუამ ჩაატარა, შინაარსობლივად გირგვლიანის საქმის ანალოგიური იყო. საუბარია სვანეთში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭზე, რომელმაც დაურეკა ნანუკა ჟორჟოლიანს, რაღაც ისე არ უთხრა და ამას მოჰყვა მთელი სპეცოპერაცია, რათა ამ ახალგაზრდას გასწორებოდნენ. არანაირი კავშირი იმ ბიჭებს ნარკოტიკებთან არ ჰქონდათ, ჩაუდეს და მორალურად გაანადგურეს. შემდეგ ეს ადამიანები ისე დააშინეს, რომ ხმას ვერ იღებდნენ. საქმეში ჩართეს კრიმინალები, რომ არ ეაქტიურათ. ეს არ იყო არც პოლიტიკური, არც ფინანსური ინტერესები. ეს იყო თავიდან ბოლომდე მისი პირადი ანგარიშსწორება"",-აი ასეთი განცხადება გააკეთა სოფო ხორგუანმა, ომბუდსმენის ყოფილმა მოადგილემ. ეს არის სანდო წყარო, რომელიც 100% ით სარწმუნო თუ არა ანგარიშგასაწევია, აქ კარგად ჩანს ერეკლე კოდუას დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დამოწმებული აქ უშუალოდ სახალხო დამცველის მოადგილეს, რომელიც კომპეტენტური და საქმეში ჩახედული პირია. სწორედ ასეთი საქმეებით უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ სამართლიანობის აღდგენა და ზოგიერთებს თავისი მეუღლეებითურთ "თავი მწვანე კიტრებად", რომ მოაქვთ იგრძნონ სიმართლის სიმწარე. ეს არაა ჩემი, როგორც ერთი

პიროვნების მოთხოვნა, არამედ ასეთია საზაგადოების დაკვეთა, რომელიც სიმართლესა და სამართლიანობას ითხოვს.

გასაკვირია სატირალი, რომ არ იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი მას შემდეგ რაც მისი გამო ადამიანები იღუპებოდნენ, პატიოსან ახალგაზრდებს ნარკოტიკებს უდებდნენ და მთელ მომავალ ცხოვრებას უმახინჯებდნენ, ყოველივე ამის შემდეგ ხვდება თუ არა რამხელა ცოდვა ადევს კისერზე და როგორ ბედავს ტელევიზიაში ან საერთოდ სადმე გამოჩენას, ხმის ამოღებას. ხომ არ დაავიწყდა კოდუას, რომ ეუბნებოდა სვანებმა მომიტაცესო და ამ ტყუილებით მთელ სვანეთში საშინელებებს ატრიალებდა. მისი ეს შუბლზე ძარღვგაწყვეტილობა ბევრ რამეს მიუთითებს, მისთვის და მთელი მისი ოჯახისათვის ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს ,სხვის სიცოცხლეს მათთვის ჩალის ფასი აქვს. სწორედ კოდუაა ის პიროვნება ახალგაზრდა ბიჭებს სიცოცხლე, რომ გაუმწარა არაადამიანური მოპყრობით, დაშინებით, ძალადობით, ცილისწამებით და ამგვარი მეთოდებით რომ აჩუმებდა.

კოდუა რომ პატიოსანი კაცი ყოფილიყო ახლა გაქცეული კი არ იქნებოდა, არამედ ყველა კითხვას უპასუხებდა, მაგრამ კარგად იცის, რომ საქართველოში ფეხი არ ჩამოედგმება იმ დანაშაულების შემდეგ, რაც მის სახელს უკავშირდება.

მოვუწოდებ შსს-ს მინისტრსა და მთავარ პროკურორს - გამოიძიეთ აღნიშნული საქმე!!! ნათელია რომ ამ საქმეში დამკვეთი სწორედაც რომ "ჭრელკაბიანი გოგონა" - ნანუკა ჟორჟოლიანია!!!", - წერს სადღობელაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42