დაახლოებით ერთ თვეში კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა შეუწყდება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომერის პოსტი ვაკანტური გახდება. თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. კანდიდატთა სიაში, რომელიც კულუარულად ვრცელდება მერაბ ტურავას გვარიც ფიგურირებს, რომლის კანდიდატურაც საკანონმდებლო ორგანომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე უკვე ჩააგდო. ამასთან დაკავშირებით მერაბ ტურავა გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრობს.
„ჩემმა კანდიდატურამ პარლამენტში 69 ხმა მიიღო, გამსვლელი კი 76 იყო. წლის ბოლო იყო და ვფიქრობ, ეს უფრო მობილიზაციის არქონისა და ხმატა ნაკლებობის გამო მოხდა, ვიდრე სხვა მიზეზით.
რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ვიცი, „ოცნებას“ უბრალოდ ხმები დააკლდა და ფრაქცია ჩემი კანდიდატურის დაყენებას ისევ აპირებს. მათი მოსაზრებით , ეს საკითხი საბოლოოდ არ არის ჩავარდნილი.“- აცხადებს ტურავა.
ტურავამ კომენტარი მისი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევაზეც გააკეთა.
„ეს ჩემს კოლეგებს, იურისტებს სურდათ. თუმცა არა მგონია, ეს სურვილი რეალობად იქცეს. ჩემი ინფორმაციით ,“ოცნება“ ჩემს დასახელებას არა უზენაესი, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე აპირებს.“- აცხადებს ტურავა.
მასალის გამოყენების პირობები






