საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძის ოჯახს 2014-მა წელმა ბედნიერება მოუტანა - უფროსი ქალიშვილი, მაკა ორაგველიძე, გათხოვდა.
მანანა კობახიძეს ორი ქალიშვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან. გოგონების მამა, ზურაბ ორაგველიძე, რომელსაც დიდიხნის წინ გაშორდა, გარდაცვლილია. თავად კი ორიოდე წლის წინ მეორედ შექმნა ოჯახი - ბავშვობის სიყვარულს, ზაზა გოგიჩაიშვილს გაჰყვა ცოლად და მისი სახით მყარი ზურგი აქვს, რომელიც პოლიტიკოს ქალს, როგორც თავად ამბობს, ძალიან სჭირდება. მანანა კობახიძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
- როგორც შევიტყვეთ, გასულ წელს ქალიშვილი გაგიბედნიერდათ. ვინ არის თქვენი სიძე?
- ჩემი სიძე პროფესიით რეჟისორია - ირაკლი ძნელაძე. ნიჭიერი ადამიანია. ამჟამად ერთ-ერთ ტელეკომპანიაში მუშაობს. რაც მთავარია, კარგი პიროვნებაა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩემი ქალიშვილი მასთან ერთად ცხოვრობს და ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. მინდა, ძალიან ბედნიერები იყვნენ და ბედნიერ ქვეყანაში იცხოვრონ! რამდენიმე წელი უყვარდათ ერთმანეთი და შემდეგ გადაწყვიტეს დაოჯახება.
წყარო: ჟურნალის "სარკე"
მასალის გამოყენების პირობები






