უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში IDFI-ს ყოფილი დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ფატს ეხმაურება.
„ის საქმეზე სასამართლომ თქვა ნურას უკაცრავადო, ხოდა არ დაიზაროთ გამახსენოთ ბოლოს როდის იყო ასეთ ამბები რომ ხდებოდა საქართველოში .
ეს ის საქართველოა მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ 2012 წელს ჯერ კიდევ იარაღს რომ უგდებნენ ადამიანებს.
სულაც არ ვარ ამაყი იმით რაც ამ საქმეში შსს-მ და ჩემმა უპატივცემულესმა და უდიადესმა პროკურორმა ხარებავამ გააკეთეს მაგრამ სასამართლოში პატიოსნად მივიდნენ და იქიდან აი ასე, დამარცხებულები დაბრუნდნენ. მაგარია“, - წერს დეპუტატი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
კლდიაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.
IDFI-ს ყოფილი დირექტორს ბრალი ერთი თვის წინ წაუყენეს. გამოძიება მას იარაღის კანონდარღვევით ტარებას ედავებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






