პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის მალე დადგება დრო, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისას სიტყვა ვიზა აქტუალური აღარ იქნება.
ამის შესახებ დავით უსუფაშვიმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრისას განაცხადა.
„ვისაუბრეთ, ჩვენი მხრიდან რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ რატიფიკაციის პროცესი დარჩენილ 16 ქვეყანაში რიგის სამიტამდე სწრაფად დასრულდეს. ჩვენ მისგან ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ. მან თქვა, რომ ყველა საკითხში ყველა სტანდარტი მიღწეულია, თუმცა პროცესი გრძელდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი იყო.
„ხელისუფლების ამოცანა სავიზო საკითხში სესიოზული პროგრესის მიღწევაა. ძალიან მალე ის დრო დადგება, როცა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის სიტყვა ვიზა აქტუალური აღარ იქნება. ეს ძალიან მალე მოხდება და ეს იქნება დიდი გარღვევა იმისთვის, რომ თავი ევროპის სრულფასოვან ოჯახად ვიგრძნოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






