ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ალიასთან" კოტე კუბლაშვილის უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნს შესახებ საუბრობს. ხაჭაპურიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ბოლო დროს ძალიან აქტიურად აპიარებს კუბლაშვილს, რაც ეჭებს ბადებს.
ხაჭაპურიძე ასევე ეჭვს გამოთქვამს იმაზეც, თუ რატომ არის უზენაესი სასამართლოს სერვერები გათიშული, ადვოკატი ვარაუდობს რომ შესაძლოა ეს მხოლოდ ინფრმაციის გასაქრობად ხდებოდეს.
„რატომ არის უზენაესი სასამართლოს სერვერები გათიშული? რა ინფორმაციებს შლიან და რას აკეთებენ? უამრავი დარღვევაა და ინფორმაციებს შლიან, კოტე მიდის და ასუფთვებს ყველაფერს“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ხაჭაპურიძე ასევე ამბობს, რომ კუბლაშვილის მცდელობას შედეგი მაინც არ ექნება, რადგან ვერაფერი დაიფარება და მალე ყველაფერს ფარდა აეხდება. იგი ასევე შეეხო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას და განაცხადა, რომ კანდიდატურა სამართლის ძლიერი სპეციალისტი უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






