პატრიარქი ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
პოლიტიკა - 09:51, 16 Jan, 2015     1400

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ΙΙ-მ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი მიიღო.

პატრიარქის და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარის შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ევროკომისრის თანმხლები პირები დაესწრნენ.

ილია მეორემ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და იმ პროცესის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვითარდება. პატრიარქმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას და გამოთქვა მადლიერება იმ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები საქართველოს მიმართ გამოხატავენ.

იოჰანეს ჰანმა ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად მისი უწმიდესობის გამორჩეულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრიუსელში კარგად იცნობენ საქართველოს მწყემსმთავრის საქმიანობას, დიდად აფასებენ მას და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ევროკავშირში ინტეგრირების პროცესს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42