პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 44 მილიონი საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში დაეხმარება.
ჰანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირაკლი რარიბაშვილმა ევროკავშირს მასშტაბური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„შეთანხმების მიზანია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენა. ევროკავშირის აღნიშნული დახმარება ასევე მიმართული იქნება კერძო სექტორის განვითარებისა და მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებისთვის, ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დანერგვისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს– საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საფინანსო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
მასალის გამოყენების პირობები






