ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის საკითხები განიხილეს.
„მე აქ ვარ, რათა გამოვხატო ევროკავშირის დიდი დაფასება საქართველოს ყველა იმ ძალისხმევის მიმართ რასაც თქვენი ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების კუთხით იჩენს სავიზო ლიბერალიზაციის იმპოლემენტაციის პირველმა ფაზამ წარმატებით ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს რომ მეორე ეტაპიც სრული წარმატებით დასრულდება“
მხარეები შეხვედრაზე ასევე შეეხნენ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხებს. იოჰანეს ჰანის განცხადებით ევროკავშირი ვერ შეეგუება ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის ვერანაირი სახის ხელყოფას.
თავის ახალ რანგში იოჰანეს ჰანი საქართველოს პირველად ეწვია
ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარი შეხვდრებს გამართავს ასევე საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან, და პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან დაგეგმილია ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნეს სექტორის, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან.
ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში წაიკითხავს საჯარო ლექციას და მოინახულებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მცხეთის საველე ოფისს. მცხეთაში ევროკომისრის ასევე ეწვევა ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს.
მასალის გამოყენების პირობები






