საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკურ-სოციალური რეფორმები; რეგიონის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობა, - ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი თემები იყო.
პრემიერმა ევროკომისარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთავრობა მას საქართველოს ევროპული მომავლისადმი მკაფიო მხარდაჭერად განიხილავს.
ევროკომისართან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ე.წ შეთანხმების ხელმოწერას და ცხინვალის რეჟიმთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმების გეგმას.
განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი, რომელზეც საქართველო კონკრეტული შედეგების დემონსტრირებას გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






