Frontnews-ის ექსკლუზიური ინტერვიუ იმ დაჯგუფების ლიდერთან, რომელმაც „კარფურის“ ვებგვერდი გატეხა
პოლიტიკა - 20:19, 15 Jan, 2015     2386
რამდენიმე დღის წინ ფრანგულ სავაჭრო ქსელ „კარფურის“ ქართულ ვებგვერდ „carrefour.com.ge“-ზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ვებსაიტზე ჰაკერებმა შემდეგი შეტყობინება დატოვეს: „გატეხილია ახლო აღმოსავლეთის კიბერარმიის მიერ. ჩვენ მუსლიმები ვართ, ყურანი ჩვენი წიგნია, ჩვენ ღმერთის გვჯერა და ღმერთისთვის ვმუშაობთ. ისლამი ყოველთვის დომინანტი რელიგია იყო და იქნება. ისლამი ჭეშმარიტებაა“.

პასუხისმგებლობა კიბერთავდასხმისთვის ე.წ. „ახლო აღმოსავლეთის კიბერარმიამ“ აიღო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარის გამოძიება დაიწყო.

ქართველი ექსპერტების ნაწილმა მოსაზრება გამოთქვა, რომ აღნიშნული ინციდენტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, „კიბერარმიის“ წევრებს ტერორისტულ დაჯგუფებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და უფრო მეტიც, „ისლამური სახელმწიფოს“ კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

სააგენტო „Frontnews“-მა „ახლო აღმოსავლეთის კიბერარმიის“ ლიდერთან ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ.

- შეგიძლიათ, დაადასტუროთ, რომ კიბერთავდასხმა თქვენ განახორციელეთ?

- დიახ.

- თქვენი ჯგუფი რას წარმოადგენს?

- ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე ვირტუალური ჯგუფი.

- „კარფურის“ ვებგვერდი რატომ გატეხეთ?

- იმის გამო,რომ „კარფური“ ფრანგული კომპანიაა. როგორც იცით, „შარლი ებდოს“ გამო ფრანგული ვებგვერდების წინააღმდეგ კიბერკამპანიაა დაწყებული. ჩვენ გავტეხეთ არა მხოლოდ ქართული ვებგვერდი, არამედ ყველა ის დომეინი, რომელიც ამ კომპანიას ეკუთვნის.

- თქვენს უკან ვინ დგას?

- ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა რომელიმე სახელმწიფოსთან ან ორგანიზაციასთან. ჩვეულებრივი სტუდენტები ვართ სხვადასხვა ქვეყნიდან და მხოლოდ იმის დამტკიცება გვსურს, რომ მუსლიმები ტერორისტები არ არიან.

- „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ან რაიმე მსგავს დაჯგუფებასთან თუ გაქვთ კავშირი?

- არა, ჩვენ მათ წინააღმდეგ გამოვდივართ, რადგან ისინი ისლამის მიმდევრები არ არიან. ისლამი მშვიდობის მქადაგებელი რელიგიაა, ხოლო ის რასაც „ისლამური სახელმწიფო“ აკეთებს, ისლამს ეწინააღმდეგება.

- ანუ ჯიჰადისტები არ ხართ?

- კიბერჯიჰადისტები ვართ. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ არც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და არც რაიმე მსგავს ორგანიზაციასთან გვაქვს კავშირი. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ახალგაზრდა ჰაკერები ვართ მთელი მსოფლიოდან, უნივერსიტეტშიც ვსწავლობთ და სხვებივით ჩვეულებრივად ვცხოვრობთ.

- საქართველოზე თუ გსმენიათ რამე?

- რა თქმა უნდა. პირადად მე, როგორც ამ ჯგუფის ლიდერი, საქართველოში ნამყოფი ვარ და იქ მეგობრებიც მყავს.

- აქ რა მიზნით იყავით ჩამოსული?

- საქმეებზე და ტურისტული მიზნითაც.

- ქართულ ვებგვერდებზე კიბერთავდასხმებს მომავალში თუ აპირებთ?

- არა. თუკი არ დაწერენ ისლამზე ისეთ რამეს, რაც ჩვენ არ მოგვეწონება. მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ჩვენ ეს ვებგვერდი არა იმის გამო გავტეხეთ, რომ ის ქართულია, არამედ იმის გამო, რომ ის ფრანგულ კომპანიას ეკუთვნის.

ს.კ.

საინფორმაციო სააგენტო „Frontnews“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42