ქუთაისის პარლამენტში ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
პოლიტიკა - 18:29, 15 Jan, 2015     831

პარლამენტის ქუთაისის სასახლეში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონის ბავშვთა სახლების - „ჯადოსნური სამყაროს“, „თაირისის“, „ხიდი სოციალური ინკლუზივისთვის“, „საქართველოს კარიტასის“, „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აფხაზეთიდან დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები დაესწრნენ.

საახალწლო წვეულებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და დეპუტატები.

„მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მოგილოცოთ ახალი 2015 წელი. დღეს მე ვაცხადებ, რომ საქართველოს პარლამენტი ასრულებს ახალი წლის მილოცვებს და ახალ წელს იწყებს შრომას, მუშაობას. დღეს საქართველოს პარლამენტის ქუთაისის შენობას სტუმრობენ ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან, ბავშვთა სახლებიდან და დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხეთ მათთვის ერთი ძალიან ლამაზი დღის ჩუქება. ასე რომ, დიდი მადლობა ყველას, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ღონისძიებას. ჩვენ გვქონდა ასეთი ღონისძიება თბილისში, გვაქვს ქუთაისშიც. ყველას გილოცავთ ახალ წელს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ღონისძიებაზე მოწვეული ბავშვების გართობაზე წამყვანი - გიორგი გოგიჩაიშვილი, სტუდია „ბზიკები“, "ქუჩის თეატრის" მსახიობები, თოვლის ბაბუები და ზღაპრის გმირები ზრუნავდენ. ბავშვებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, საჩუქრებიც გადაეცათ.

ღონისძიება, რომელიც 14:00 საათზე დაიწყო, 16:00 საათამდე გაგრძელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42