ომბუდსმენი 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას მიესალმება
პოლიტიკა - 18:18, 15 Jan, 2015     912

სახალხო დამცველი 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას მიესალმება. ამის შესახებ ომნბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივესალმები და ვუერთდები პრეზიდენტის მნიშნელოვან ინიციატივას, რომელიც 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადებას ითვალისწინებს. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, რაც ქალთა მკვლელობების 20–ზე მეტ შემთხვევას უკავშირდება, კიდევ ერთხელ დაგვანახა ქალთა უფლებების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ზომების აუცილებლობა. ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების ინტერესს და წინ წამოწევს საკითხის მნიშვნელობას; კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა როლი თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებაში და რა წვლილი შეაქვთ მათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

მნიშვნელოვანია სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად 2015 წელი იყოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობის რეალური გაუმჯობესების წელი. უნდა ვიზრუნოთ, რომ შემცირდეს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები, გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, გაუმჯობესდეს შრომითი უფლებები, ხელმისაწვდომობა სერვისებთან.

ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა დადებით ზეგავლენას მოახდენს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში და მნიშნელოვანი ცვლილებების მასტიმულირებელი აღმოჩნდება, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა სათანადო მნიშვნელობას მიანიჭებს მას და ყოველდღიურ პროცესებში გაიზიარებს.

აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის 2015 წლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა უფლებების დაცვის პროცესში აქტიური მონაწილეობა. ჩვენ გავაგრძელებთ გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებას როგორც აპარატის საქმიანობაში, ასევე ხელს შევუწყობთ გამოცდილების გაზიარებას სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42