უბადრუკი მთავრობის მორიგი რევერანსი პუტინს - რატომ უკრაინის კრიზისის ფონზე? - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 17:33, 15 Jan, 2015     1785
,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ხელმძრვანელი მუხრან ბურჭულაძე საქართველოს მთავრობის იმ საკანონმდებლო ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთებში მსახურებას უკრძალავს. მუხრან ბურჭულაძე ამ გადაწყვეტილებას მთავრობის მხრიდან პუტინის რევერანსს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას კითხვით მიმართავს, თუ რატომ მოხდა ამის ინიცირება სწორედ უკრაინის კირიზისის ფონზე?

,,უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთებში მსახურების შეზღუდვა და ჩვენი მოქალაქეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაშინება, პუტინისთვის ჩვენი უბადრუკი მთავრობის მორიგი რევერანსია!

საქართველოს კანონმდებლობა პირის მიერ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის ითვალისწინებს სასჯელს, თუმცა ერთი ქვეყნის მოქალაქის მიერ სხვა რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს არეგულირებს იმ ქვეყნის კანონმდებლობა სადაც კონკრეტული დანაშაული განხორციელდა და ასევე საერთაშორისო აქტები. ასე რომ ხელისუფლების ეს აბსურდული ინიციატივა მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ვერ იბრძოლონ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დასაცავად.

მინდა კანონის ინიციატორებს ვკითხო; რატომ არავის გაგხსენებიათ ეს საკითხი იქამდე სანამ ის აქტუალური არ გახდა უკრაინის კრიზისის ფონზე? ეს ხომ უკრაინისთვის პუტინის მარიონეტებისგან მორიგი დარტყმაა და შესაძლოა ამ ნაბიჯმა ერთ-ერთი დიდი მოკავშირე დაგვაშოროს. ქვეყნის გამყიდველებისგან ეს ინიციატივა მხოლოდ გაგრძელებაა ისეთი ნაბიჯებისა, როგორიც უკრაინისთვის იარაღით დახმარებისგან თავის შეკავებისკენ მოწოდება, უკრაინის მთავრობის ლანძღვა და მათთვის ჭკუის დარიგება. არ გამიკვირდება თუ კანონის მიღების შემდეგ რუსი ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ ბიჭებს დააპატიმრებთ და პირდაპირ პუტინს გადასცემთ განსასჯელად, კადიევის საქმეც ხომ აქეთკენ მიგყავთ.

დღეს რუსეთი არის ტერორიზმის აკვანი და ექსპორტიორი, და თუ ამის წინააღმდეგ გალაშქრება გვსურს, მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ჩრდილოეთით და არა მეგობრების წინააღმდეგ. მინდა მთავრობა გავაფრთხილო რომ ეს ნაბიჯი ძალიან ძვირად დაუჯდება!“- აცხადებს ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42