"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ირაკლი ალასანიამ ალექსი პეტრიაშვილთან, ნინო გოგუაძესთან და ვიქტორ დოლიძესთან ერთად მხარდამჭერებთან შეხვედრა ბათუმში გამართა. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა ადგილობრივი საკრებულოს და რაიონული ორგანიზაციების წევრებთან რეგიონში არსებული პრობლემები განიხილეს და პარტიის სამომავლო გეგმებზე და ამოცანებზე ისაუბრეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით თებერვლიდან დაიწყება რეგიონული და რაიონული ოფისების გახსნა.
"ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიყოთ დიალოგში საზოგადოებასთან, ყველა რაიონზე მორგებული ეკონომიკური გეგმა შევიმუშავოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოსახლეობა ამოვიყვანოთ სიღატაკიდან. ასეთი გეგმა დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს, ამიტომაც ვართ ჩვენ მოსული აჭარაში. საზოგადოების და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. 2015 წელი არის სტრუქტურული განვითარების წელი პარტიისთვის და ჩვენ ჩამოვყალიბდით ხელისუფლების ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






