„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ალექსანდრე ვერშბოუ ამბობს, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მომავალ წევრობას.
„ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი არაკეთილმოსურნეებისთვისაც. ჩვენ, თავისუფალი დემოკრატები მივესალმებით ამ განცხადებას. მაგრამ სად არის მთავრობა? გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის სხდომა. რატომ ვიგებთ ამ შეფასებებს მხოლოდ ნატოს მხრიდან? შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი! რუსული პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურების ფონზე რატომ პასიურობს ხელისუფლება? იმედი იმისა, რომ არ ვილაპარაკებთ და საქმე ჩუმად თავისით გაკეთდება, გულუბრყვილობაა! ჯერ ამ შეფასებით შემოვიფარგლები! გაიღვიძეთ, გამოფხიზლდით, იაქტიურეთ! თქვენს საქმეს სხვა არ გააკეთებს! პასიურობისთვის მოგეთხოვებათ მთელი სიმკაცრით!“, - წერს სოციალურ ქსელში პეტრიაშვილი.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს.
მასალის გამოყენების პირობები






