ფინანსთა მინისტრი USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 16:15, 15 Jan, 2015     1270

მიმდინარე წლის 15 იანვარს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის საკითხები, USAID-ის მხარდაჭერილი პროექტების, მათ შორის, G4G-ის (Governing for Growth) მიმდინარეობა, რომელიც ითვალისწინებს კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნას, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგის ხელშეწყობით.

ფინანსთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორს მადლობა გადაუხადა USAID-ის მიერ ქვეყნისთვის მნიშნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა, მზადაა გააქტიუროს მუშაობა, რათა დონორების მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტებმა, რეალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდასა და განვითარებას.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა აღნიშნა, რომ საქართველო USAID-ის განსაკუთრებული პარტნიორია, რომელთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42