სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიმდინარე პროექტებში ცვლილებები განახორციელა
პოლიტიკა - 15:38, 15 Jan, 2015     1180

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტსა და სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, გაცემული ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორად უზრუნველყოფას სახელმწიფო განახორციელებს. მეორადი უზრუნველყოფა საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საფინანსო ინსტიტუტი მოახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100%–ს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 50%–ის ოდენობით.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესული ცვლილებების შედეგად, პროგრამას დაემატა ლიზინგი; პროგრამის ფარგლებში სალიზინგო კომპანიის მიერ ლიზინგი გაიცემა: პროგრამის ფარგლებში ლიზინგის გამცემის მიერ პროგრამის ერთ ბენეფიციარზე გაცემული ლიზინგის საგნის ღირებულების მინიმალური მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600,000.0 (ექვსასი ათასი) აშშ დოლარს, ხოლო მაქსიმალური ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000.0 (ორი მილიონი) აშშ დოლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

გაფართოვდა პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაფინანსებელი მიზნობრიობების სპექტრი და გარდა არსებული 5 დარგისა (მეცხოველეობა, მეხორცული მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობა, ხილ-ბოსტნეულის გადამუშავება და სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების ცხოველთა საკვების წარმოება), შესაძლებელი ხდება სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულების დაფინანსება. ცვლილებები შეეხო სახელმწიფოს მხრიდან მეორადი უზრუნველყოფის ოდენობას და არსებული 30 %-ის ნაცვლად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მეორადი უზრუნველყოფა ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით მოხდება.

ცვლილების შეტანა აღნიშნული პროექტების მიმდინარეობისას პრაქტიკაში გამოვლენილმა საჭიროებებმა განაპირობა.

ცვლილებების შედეგად გაიზრდება პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ მეწარმე სუბიექტთა რიცხვი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42