,,ნაციონალური მოძრაობა” RMG GOLD-ის ლიცენზირებასთან დაკავშრებით განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 13:31, 15 Jan, 2015     1048
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კომპანია RMG GOLD-ის ლიცენზირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
RMG GOLD-ს ლიცენზიის ვადა 2015 წლის 1 იანვრამდე ჰქონდა.როგორც ირკვევა, RMG GOLD -ს ახალი წლის წინა დღეს, 30 დეკემბერს მთავრობის დადგენილებით გაუგრძელდა ლიცენზია.

ნიშანდობლივია, რომ RMG GOLD-მა მთავრობას ლიცენზიის გაგრძელების მოთხოვნით 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა. მთავრობა კვლავ შესაშური სისწრაფით რეაგირებს კერძო კომპანიის მოთხოვნაზე.

მთავრობამ გაუგრძელა კომპანიას ლიცენზია და ამით საშუალება მისცა გაეგრძელებინა ძეგლის ნგრევა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილების გადაწყვეტილება მიიღო და ექსპერტები, მეცნიერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ ძეგლზე სამუშაოების შეჩერებას.

გარდა ამ გარემოებისა: ჯამში ლიცენზიებში გადახდილი თანხა 204 000 000 ლარს შეადგენს. ლიცენზიის მოქმედების ვადაა 27 წელი. ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღი იყო 2014 წლის 15 აპრილი;

„აუქციონი არ მოიცავს (ლიცენზია არ გაიცემა) საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბნის იმ ტერიტორიას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს“;

არსებული წიაღისეული მარაგი — სავარაუდოდ10 ტონამდე, რაც შეადგენს დაახლოებით 10 ტონა 32000 უნციაა უნცია ოქროს,მსოფლიოში ოქროს ფასი — სექტებრამდე შეადგენდა საშუალოდ 1300 დოლარს. ბოლო კვირის საშუალო ფასი შეადგენს 1226-1228 დოლარს ერთ უნციაზე, შესაბამისად, დღეს ცნობილი მარაგის ფასი სავარაუდოდ (ლონდონის მეტალების ბირჟის ფასის გათვალისწინებით) შეადგენს 400 მლნ. დოლარს.

აქედან გამომდინარე, ისმის კითხვები: რატომ მიიღო კულტურის სამინისტრომ ახალი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

რატომ არ დაელოდა კომპანია კულტურის სამინისტროს აქტის სასამართლოში შესაძლო გასაჩივრების ვადებს?

რატომ გაგრძელდა ლიცენზია უფასოდ, რითიც იზარალა სახელმწიფო ბიუჯეტმა?

ვინ არის ის პირი, ვის გამოც მთავრობამ მრავალჯერ დაარღვია კანონი?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42