ენმ: ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველია
პოლიტიკა - 12:42, 15 Jan, 2015     1439

„ნაციონალური მოძრაობა" "როსნეფტის" მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარტიაში განმარტავენ, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების ცხადყოფს, რომ მთავრობა ოკუპაციის კანონის დაცვას და რუსული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას არ აპირებს.

"დადასტურებული ცნობებით ფოთის ნავთობტერმინალი გადადის პუტინის უმთავრესი ეკონომიკური იარაღის, რუსული სახელმწიფო კომპანიის - "როსნეფტის" მფლობელობაში, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა იგორ სეჩინმაც დაადასტურა.

"როსნეფტის" ხელმძღვანელობა არ მალავს ეკონომიკური და პოლიტიკური სარგებლის მიღების მოლოდინს აღნიშნული ფინანსური გარიგებიდან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ფოთის ნავთობტერმინალის პუტინის ხელში გადასვლა შეიცავს უმძიმეს საფრთხეს საქართველოს ეროვნული ინტერესებისათვის.

ამავე დროს:

1. რუსული კომპანია "როსნეფტი" სანქცირებულია დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო და საქართველოს ეკონომიკურ სივრცეში მისთვის ოპერირების შესაძლებლობის მიცემა ეწინააღმდეგება საქართველოს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს.

2. "როსნეფტი" არის ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო კომპანია და მისი ღია ინტერესების სფეროა საქართველოში ეკონომიკური დომინაციის მიღწევა განსაკუთრებით სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკულ სფეროში.

3. საქართველოს კანონის "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" იგნორირებით "როსნეფტი" აწარმოებს უკანონო დაზვერვით და მოპოვებით საქმიანობას შავი ზღვის შელფზე ოკუპირებულ აფხაზეთში, რასაც აღნიშნული კომპანია დაუფარავად და ცინიკურად ახორციელებს.

"როსნეფტის" მიერ ფოთის ნავთობტერმინალის შეძენასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ მთავრობა არ აპირებს ოკუპაციის კანონის დაცვას, რუსული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას და საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს:

ხელისუფლებამ დაიცვას ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა.

შეასრულოს თავისი ვალდებულება და მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ყველა მექანიზმს საქართველოს კანონიერი ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42