იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, 2015 წელს მთავრობა სოფლის სახლების – საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას გეგმავს.
თეა წულუკიანის განმარტებით, ცენტრებში მოსახლეობა 200-მდე საჯარო და კერძო სერვისს მიიღებს.
„ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი სოფლის მოსახლეობისთვის. დღეს მივიღეთ თანხმობა მთავრობისგან, რომ იანვარშივე დაიწყოს მშენებლობა გურიაში, კერძოდ ქვემო ნატანებში. ასევე სამეგრელოში, სოფელ ორსანტიაში, დაბა კაზრეთსა და ყვარლის რაიონებში. ჩვენ სოფლები შევარჩიეთ იანვარ-თებერვლისთვის, სადაც კლიმატი ამის საშუალებას მოგვცემს და შემდეგ დანარჩენის მშენებლობაც დაიწყება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდეს.
ეს საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სოფლად დამაგრებას. ისინი შეძლებენ იქვესაქმიანობის წარმოებას, რადგან სოფლის სახლებში ჩვენ ვაკეთებთ მათთვის ბიბლიოთეკას, უფასო ინტერნეტს და ასე შემდეგ. სოფლის სახლებში მოსახლეობას შეუძლია, მიიღოს ზუსტად ის სერვისი, რასაც ქალაქის მოსახლეობა იღებს იუსტიციის სახლებში და უფრო მეტიც“, - განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






