„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე პრემიერის LEADERS-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „საბჭოთა კავშირის პირქუშ ეპოქაში“ გაიზარდა.
„ნაწყვეტი ღარიბაშვილის ინტერვიუდან გამოცემასთან LEADERS:
-" მე გავიზარდე საბჭოთა კავშირის პირქუშ ეპოქაში და კარგად მახსოვს ეს ურთულესი პერიოდი".
შეგახსენებთ: ეს ბიჭუნა დაიბადა 1982 წელს. შესაბამისად, ან ადასტურებს, რომ ზრდა შეწყვიტა რვა წლის ასაკში და ახლაც იმ დონეზეა, რაც არცთუ დაუჯერებლად გამოიყურება, ან ის მომცრო ტვინიც დაუცურდა და ჰგონია, რომ ვიღაც სხვაა, ასაკოვანი და ნატანჯი. იმასაც ვერ იტყვი, რომ გენეტიკური მეხსიერება აქვს, ან გამზრდელთა მოგონებებით საზრდოობს, რადგან სამივე გამზრდელის - ბიოლოგიური მამის, სიმამრის და სკატთან მოცეკვავისთვის ეს ეპოქა პირქუში კი არა, ყველაზე ნათელი მოგონებაა. თანაც, რუსეთი მაინც იზიდავს. ნუთუ სოლჟენიცინის სული ჩაუსახლდა? აწი ასე მოვიხსენიო? ჩემი მეზობელი სოლჟენიცინი? და მისი ნიცშესმგმობელი პატრონი? ერიჰაააა...“, - წერს თარგამაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






